Tuesday, March 14, 2017

სვანეთი

სვანეთი (სვან. შუ̂ან, ლემშუ̂ანიერა)— საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე. იგი მოიცავს კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთებს და მდინარეების ენგურისა და ცხენისწყლის ზემოწელს. ისტორიულ სვანეთში შედიოდა აგრეთვე . . აფხაზეთის სვანეთი (მდინარე კოდორის ზედა ნაწილი), სამეგრელოს, ზემო რაჭისა და ლეჩხუმის მოსაზღვრე რეგიონები.
სიმაღლის კავკასიონის მთებით შემოსაზღვრული სვანეთი კავკასიაში ყველაზე მაღლა დასახლებულ რეგიონად ითვლება. კავკასიის 10 უმაღლესი მწვერვალი სვანეთში მდებარეობს. მათ შორისაა საქართველოს უმაღლესი მწვერვალი შხარა (5 201 ), თეთნულდი (4 974 ), შოთა რუსთაველი (4 960 ), უშბა (), აილამა (4 525 ), ლალვერი, ლაცგა და სხვა.

4 710
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგ ეგრისის სამეფოსი. XI-XV საუკუნეებში ერთიანი საქართველოს საერისთავო იყო. როდესაც საქართველო დაიშალა სამეფო-სამთავროებად, სვანეთიც რამდენიმე ნაწილად გაიყო: თავისუფალ, სადადეშქელიანო და სადადიანო სვანეთად.
ამჟამად სვანეთი ორ ნაწილად იყოფა, ზემო და ქვემო სვანეთად. მათ ჰყოფს მაღალი სვანეთის ქედი ლატფარის ზეკარით.
ზემო სვანეთიმდინარე ენგურის ხეობას სათავიდან სამეგრელოს საზღვრამდე
ქვემო სვანეთიცხენისწყლის ხეობა სათავიდან მურის ხიდამდე (. ცაგერის სიახლოვეს.
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ზემო სვანეთი შედის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მესტიის რაიონში, ქვემო სვანეთირაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის მხარის ლენტეხის რაიონში. სვანეთის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ქართველია, კერძოდ მათი ეთნოგრაფიული ჯგუფისვანები.
ადრინდელ საუკუნეებში სვანეთი კოლხეთის სამეფოს შემადგენელი ნაწილი იყო, შემდეგეგრისის სამეფოსი. XI—XV საუკუნეებში სვანეთი საქართველოს ფეოდალური სახელმწიფოს ერთ-ერთი საერისთავო იყო. ერთიანი საქარველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის (XV საუკუნე) შემდეგ რამდენიმე ნაწილად დაიყო:
სვანეთის სამთავრო (. სვანეთის დასავლეთი ნაწილი, ენგურის ხეობა, ბალის ქედის ქვემო მხარეიგივე სადადეშქელიანო სვანეთი)
ბალზემო სვანეთი (. სვანეთის აღმოსავლეთი ნაწილიიგივე გვიანდელი პერიოდისთავისუფალი სვანეთი“) 

ქვემო სვანეთი (ცხენისწყლის ხეობა სათავიდან მურის ხიდამდე (. ცაგერის სიახლოვეს)

No comments:

Post a Comment